საზოგადოება
დუშეთი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მცხოვრები ბავშვები წელს სკოლაში ვერ წავლენ. საქმე ისაა, რომ ვეძათხევსა და მეზობელ სოფელში არსებული სკოლები მეწყერმა დაანგრია, ახლის აშენებაზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს. „ვეძათხევის სკოლა მეწყერმა წაიღო. გვერდით სოფელში იყო სკოლა და ისიც დაინგრა! ბავშვი სკოლაში რომ შევიყვანოთ, დუშეთში ბინა ქირით უნდა ავიღოთ. ამ სოფელში ვინც ვცხოვრობთ, ყველას ძალიან გვიჭირს, ქირის გადახდის საშუალება არ გვაქვს! ჩემი შვილიშვილი ივლისში 6 წლის გახდა, მაგრამ წელს სკოლაში ვერ მიგვყავს. მომავალ წელს თუ საშუალება გვექნა, დუშეთში ბინას ვიქირავებთ და ბავშვსაც სკოლაში იქ მივიყვანთ…“ – აცხადებს ვეძათხევის მკვიდრი ნინო ქაფიაშვილი.