პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა უკრაინას 1 500 000 ლარის ღირებულების გენერატორებს უგზავნის

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.