აქტუალური
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონის მორიგი მსხვერპლი „არამიანცის კომპლექსში“ შემავალი „კატასტროფის მედიცინის ცენტრი“ აღმოჩნდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის საწყისი ღირებულებაც 430 ათასი ლარია, 2011 წლის 16 სექტემბერს ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება. „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ საწესდებო კაპიტალი 880 833 ლარია. ცენტრს 78 626 ლარის დებიტორული და 93 306 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.