პოლიტიკა
პარლამენტში საშემოდგომო სესია ხვალიდან დაიწყება

sesia2თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ – 2011 წლის 6 სექტემბერს (სექტემბრის პირველ სამშაბათს) იწყება. საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. სესიის დაწყებისთანავე პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა განიხილოს, რომლებიც დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდას და მთელი რიგი საარჩევნო პროცედურების დახვეწას ითვალისწინებს.

(შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს).