აქტუალური
სხდომაზე 34 ხმით 8-ის წინააღმდეგ დამტკიცებული ახალი სისტემის გადასახადით, დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ყოველ დამწვარ კილოვატ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი იქნებოდა. ამასთან, ხიზანეიშვილის ინიციატივით, ამგვარი ფორმულირება არ უნდა შეხებოდა თვეში საშუალოდ 50-100 კვტ-ით მოსარგებლე აბონენტს, ამასთან, სოციალურად დაუცველებსაც სხვა გაანგარიშებით უნდა მოსვლოდათ გადასახადი.
წარმოდგენილი ფოტომასალა აშკარად წინააღმდეგობაშია მოცემულ დაპირებებთან – აქ არც 100 კილოვატამდე შეღავათია გათვალისწინებული და არც სოციალურ ბაზაში რეგისტრირება 100 ათასი ქულის ქვემოთ. როგორც ხედავთ, მაჩვენებელი პირდაპირაა გადამრავლებული 5 თეთრზე.
სულ სხვაა უფრო „ძვირი სიამოვნება“, რასაც მერის მოადგილე სოციალურად დაუცველებს დაჰპირდა – „მეტი სითბოს შენარჩუნების მიზნით, მრავალსართულიან კორპუსებში ხის ძველი ფანჯრების მეტალოპლასტმასით შეცვლას“, რაც ამ ზამთრისთვის ნამდვილად ბლეფია (არჩევნებისთვის მზადება ჯერ არ დაწყებულა), თუმცა ვერც იმას დავუკარგავთ, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა გაჭირვებული მოსახლეობისთვის უკვე დაიწყო.