სამართალი
სოხუმში „ამცახარას“ ოფისი დაცხრილეს

suxumiთბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სოხუმში დაუდგენელმა პირებმა ვეტერანთა კავშირი „ამცახარას“ ოფისი ავტომატური იარაღით დაცხრილეს.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოფისზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადებაც არ გაკეთებულა.

ვეტერანთა კავშირი „ამცახარა“ აფხაზეთში გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც  საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს.

„ამცახარას“ ოფისის დაცხრილვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.