საზოგადოება
თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. რაგბის კავშირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით რაგბის სტანდარტულ მოედანს და მოზარდების სავარჯიშოდ განკუთვნილ რაგბის სტადიონს აშენებს. თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მშენებარე თანამედროვე სპეციალიზებული რაგბის სპორტული კომპლექსი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში. იგი რაგბით დაინტერესებულ ყველა მოზარდს მოემსახურება.