აქტუალური
რობერტ სტურუას სპექტაკლი „შეილოკი“ოდესაში რუსული თეატრების ფესტივალს გახსნის

sturua8თბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ოდესაში რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება, რომელსაც შექსპირის პიესის მიხედვით რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლი „,შეილოკი“  გახსნის.

ოდესაში სპექტაკლს რეჟისორი რობერტ სტურუაც დაესწრება. „შეილოკში“ მთავარ როლს რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი ასრულებს. აღნიშნული სპექტაკლი თეატრ „ეთ სეთერას“ რეპერტუარში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. აღსანიშნავია, რომ „შეილოკი“ რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში უკვე მონაწილეობდა. 2009 წელს მან ერევანში შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.

შეგახსენებთ, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რეჟისორმა მიწვევა რუსეთის რამდენიმე წამყვანი თეატრისგან მიიღო, მათ შორის იყო ალექსანდრე კალიაგინის „ეთ სეთერა“.