საზოგადოება
საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა

zinaidaთბილისი, 2 სექტემებრი, საქინფორმი. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა.

ზინაიდა კვერენჩიხლაძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ.
1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია „ქვემო ქართლი“. მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის – „ჩემი ანტიგონეს“, პუბლიკაციით.

1968 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 1976 წელს –საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

მის მიეს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი“), ლელა („ბახტრიონი“), ლიზი („წვიმის გამყიდველი“), ტურა („ჭინჭრაქა“), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი“), დედა („მზიანი ღამე“), ანტიგონე („ანტიგონე“), ფედრა („ფედრა“), მედეა („მედეა“), იოკასტე („ოიდიპოს მეფე“), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა“), ემილ დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება“), პონსია („ვთამაშობთ ჯინს“).

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.