სამართალი
აჭარა, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ბათუმის ახალ ბულვარში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი „black bar“-ის დირექტორი, 37 წლის მიშა ჯალაღანიაა.
დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილიდან „TT“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამ ეტაპზე ჯალაღანიას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. კრიმინალისტები ძიებას აგრძელებენ და ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ. გარდაცვალილის მეგობრები მკვლელობის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი მას არ უნდა ჰქონოდა.