პოლიტიკა
თბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება მიმდინარეობს.
როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, სწავლება სამხედრო პოლიგონ ნაგვალოუზე მიმდინარეობს.სწავლების ძირითადი თემა ბატალიონის სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანაა.
სწავლების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ვასილჩენკოს განცხადებით, სწავლება 30 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.