რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო - შემდგარი სახელმწიფოა

   2025 წლის 4 ოქტომბრის წინა პუბლიკაციებში დაწვრილებით ავხსენი, თუ რატომ ვერ მოხდებოდა საქართველოში „ოქტომბრის რევოლუცია“. თუმცა, 4 ოქტომბრის ჩავარდნილმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ სხვა გარემოებებიც გამოავლინა. მაგალითად, რომ საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის - სამეზობლოშიც, ძალიან ბევრი ფსონს რადიკალებზე დებდა, ანუ დარწმუნებული იყო რადიკალური ოპოზიციის გამარჯვებაში - „ქართული ოცნების“ „სუსტი“ მთავრობის დამხობაში. მათ დიდი შეცდომა დაუშვეს - ნაკლოვანებების მიუხედავად, რომელთაგან მთავარია 1 - ევროატლანტიკური კურსი; 2 - რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გეგმის განხილვაზე უარის თქმა; 3 - კორუფცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძლიერი აღმოჩნდა და შესანიშნავად იმოქმედა. შედეგად, დღეს საქართველოს მტრებსა და „ქართული ოცნების“ არაკეთილმოსურნეებსაც კი აღიარეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფო, „Established state”, და არა „Failed state“, როგორც ადრე.

   დადასტურდა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ახალი პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნა, რომლებმაც გამოავლინეს და გააუვნებლეს შეიარაღებული პუტჩი - ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გაღებას. თუმცა, მანამდე მთელ მსოფლიოს უჩვენეს რადიკალური ოპოზიციის ჭეშმარიტი სახე - ტერორისტი-ნაცისტებისა, პრეზიდენტის სასახლის ღობეს რომ ანგრევდნენ ხელში ჩასაგდებად და მანდ ზურაბიშვილის შესაყვანად$ დედაქალაქის ცენტრში კუ-კლუქს-კლანის კოცონებს რომ აჩაღებდნენ და პოლიციელებს ქვებს უშენდნენ, რომელთაგან ზოგიერთი ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

   ასევე დადასტურდა, თუ როგორ არაპროფესიონალურად მოქმედებენ პროსამთავრობო ტელევიზიები, პირველ რიგშიიმედიდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც, ისევე როგორც ოპოზიციურიპირველიდაფორმულა“, უბრალოდ გადმოსცემდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პროცესს და შემოიფარგლებოდნენ მოვლენების აღწერით კრიტიკული მიდგომის სრული არარსებობის პირობებში. დადასტურდა, თუ რამდენად არასწორი იყო მათი სარედაქციო პოლიტიკა რუსეთის, როგორც საქართველოს მთავარი მტრის, მიმართ და უკრაინაში ომის გაშუქებუკრაინულ მედიის თვალებით. შეუმდგარი „რევოლუციის“ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სტუმრობდა საეჭვო პიროვნება, რომელიც დაუმსახურებლად მოსავენ გმირის - რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის შარავანდედით, რომელზეც ის მიუთითებდა როგორც მტერზე და ქარაგმულად მიანიშნებდა, რომ საქართველოში რევოლუციას არა დასავლეთი, არამედ მოსკოვი ამზადებდა! „რევოლუციის“ მარცხის შემდეგ კი, ზემოხსენებულმა ტელევიზიებმა კვლავ მიმართეს მავნე პიაარს ოპოზიციის საპასუხო დადანაშაულებით „უფრო მეტ პრორუსულობაში“ და მის ლიდერს - დიდი ხნის წინ ხმადაკარგულ ბან ბურჭულაძეს პუტინის საყვარელი მომღერალი უწოდეს. ამიტომ, ამ ტელევიზიებს მაყურებლის ნდობა მაინ და მაინც არ აქვთ, ხოლო მათი ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, რომლებსაც ოპოზიცია რუსებსუწოდებს და რომელთათვისაც თბილისის ქუჩებში გამოჩენა უსაფრთხო უკვე აღარ არის, მათივე უპრინციპობის შედეგია.

   ხელისუფლებამ და მედიამ, რომლებიც დღეს სამართლიანად აკრიტიკებენ საქართველოსდასავლელ მეგობრებს“, გუშინ კი ნატოში გაწევრებისა და ავღანეთში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის კურსს უჭერდნენ მხარს, სულ მცირე, სიტყვიერად მაინც უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები, შეწყვიტონ რუსოფობი ოპოზიციის წინაშე თავის მართლება, რომ რუსოფიები არ არიან და, „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმის“ მაგივრად, აღიარონ, რომ ევროკავშირში გაწევრების კურსი შეცდომა იყო.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 7 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი