პოლიტიკა
თბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ქართულ-ოსური შეხვედრა იგეგმება, სადაც ოსების მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს სწორედ ის წარმოადგენს. 22 აგვისტოს სოფელ წითელუბანში „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ძმები შოთა და გიგა ბზარაშვილები, ასევე, მათი 33 წლის ბიძა ელიზბარ ბზარაშვილი დააკავეს.