რელიგია
ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა.

„დღეს, 4 ოქტომბერს,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილი II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.