საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის გამოყოფილი 10 ათასი ლარის ბედი უკვე გადაწყვიტა. ის მათ ნაცვლად სოფელ ხურჩისთვის ტრანსპორტის გამოყოფას მოხმარდება. თუმცა გამგებლის პირველი მოადგილე რუსლან კილასონია ვერ აკონკრეტებს, კერძოდ, რას მოხმარდება აღნიშნული თანხა.
გამგებლის მოადგილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სამუშაოები მიმდინარეობს. საბიუჯეტო თვის დასრულებამდე ოთხი თვე დარჩა, თუმცა რუსლან კილასონიამ ის იცის, როდის გამოეყოფა კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩას ტრანსპორტი. გამგებლის მოადგილე ვერც იმ ფაქტს ხსნის, სოციალურად დაუცველთა ხარჯზე ხურჩას რატომ უნდა გაეწიოს დახმარება, როცა ამისთვის სოფელს ცალკე სუბსიდია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ სახით უკვე აქვს და გამოყოფილი თანხის განკარგვა თავად შეეძლო.
მიუხედავად იმისა,რომ ზუგდიდის ბიუჯეტი გადაჭარბებით ივსება, სოციალურ სფეროს სასიკეთო არაფერი დასტყობია – პირიქით, ის კლებად დინამიკას ინარჩუნებს.