საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ (ვიდეო იხ. აქ).
ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.
სამართალდამცველება წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.
მანამდე, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებს.
ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.