საზოგადოება
აღმოჩენა ნოქალაქევში საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდში ცვლილებებს შეიტანს

agmochenaზუგდიდი, 2 სექტემბერი. საქინფორმის კორ. კოტე ესართია. ქართულ-ბრიტანულმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნოქალაქევში ერთთვიანი მუშაობის შემდეგ ბერძენი მეომრის სამხედრო აღჭურვილობა აღმოაჩინა. არქეოლოგების აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნით თარიღდება. ეროვნული მუზეუმისა და ვინჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორ დავით ლომიტაშვილის თქმით, აღმოჩენა უნიკალურია და შეიძლება საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდში ცვლილება შეიტანოს. „ამ პერიოდში ბერძნებთან კოლხებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მეომრის აღჭურვილობის აღმოჩენა ცხადყოფს, რომ შესაძლოა ქვეყნის სამხედრო ოკუპაცია მომხდარიყო“, – მიიჩნევს დავით ლოლიტაშვილი და დასძენს, რომ აღმოჩენამ შესაძლოა, საქართველოს ისტორიის გარკვეული პერიოდი შეცვალოს.

ნოქალაქევში არქეოლოგების ჯგუფმა კერამიკული და საყოფაცხოვრებო ნივთებიც აღმოაჩინა. ბრიტანელი და ქართველი არქეოლოგებისგან შემდგარი ჯგუფი სენაკში ჩასვლას სექტემბრის ბოლოსაც გეგმავს. ამ დროისთვის შეისწავლიან აღმოჩენილ საყოფაცხოვრებო კერამიკულ ნივთებს.

წლევანდელი არქეოლოგიური გათხრები პრეცბორდის უნივერსიტეტმა დააფინანსა. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კი მას ვინჩესტერის უნივერსიტეტი დააფინანსებს.