სამართალი
ლეიბორისტებმა თბილისის ზოოპარკის ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს

zooთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ლეიბორისტებმა თბილისის ზოოპარკის ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს. პარტიის წევრები ზოოპარკის შესასვლელთან შვილებთან ერთად მივიდნენ და ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

პარტიის იდეოლოგიური მდივნის – კახა ძაგანიას, განცხადებით, „ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები მსოფლიოს სხვადასხვა ძვირადღირებულ კურორტზე ისვენებენ, უბრალო მოსახლეობას კი, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ბავშვები ქალაქგარეთ ვერ გაუყვანია, ზოოპარკში შესასვლელი ბილეთის ფასი გაუოთხმაგეს და 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაუძვირეს“.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, „ყველა ბავშვს, განურჩევლად მშობლის სოციალური მდგომარეობისა, თანაბარი სოციალური პირობები ჰქონდეს და გართობაცა და განათლების მიღებაც თანაბარ პირობებში შეეძლოს“.