საზოგადოება
„რა უნდა ამერიკულ სიმინდს საქართველოში?!“

simindi_amerikuliზემო იმერეთი, 1 სექტემბერი, საქინფორმის კორ. თეო ტაბატაძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადებით, კახეთში ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო.

მოსავლის აღების პროცესი თანამედროვე კომბაინის დახმარებით მიმდინარეობს, რაც დანაკარგს მინიმუმამდე შეამცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, გადაამეტებს თუ არა ამერიკული ჯიშის სიმინდის მოსავალი კახეთში ქართულს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზემო იმერეთში ამერიკულმა სიმინდმა ვერ გაიხარა.

ამერიკული სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით ზემო იმერეთის მკვიდრმა, ქალბატონმა ლენა აბესაძემ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა: „ერთი ტაროც კი არ გაუკეთებია ამ ამერიკული ჯიშის სიმინდს. ძლივს წამოიზარდა და მალევე გაუყვითლდა ფოთლები. ეგ იყო და ეგ. ერთი კილო ვიყიდე სათესლე, 14 ლარი გადამახდევინეს. მეორედ ნამდვილად აღარ ვიყიდი. თუ მოუვლი, ქართული სიმინდი მშვენიერ მოსავალს იძლევა. რა უნდა ამერიკულ სიმინდს საქართველოში?!“