საზოგადოება
თბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თელავის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს არის დანიშნული, ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატებისა და მრეწველთა კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
თელავის მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია არსენიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2010 წლის ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა.საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თავის კანდიდატად ადგილობრივი პარტიული აქტივისტი ნიკოლოზ ლაშხი წარადგინა.
მრეწველები მათივე პარტიის წევრ ვასილ არაბულის წარდგენას გეგმავენ, ხოლო მმართველი პარტია აცხადებს, რომ მისი კანდიდატის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თელავის ოლქში 56 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული.