პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია 64 მუნიციპალიტეტიდან ვერცერთში ვერ მოიგებს არჩევნებს

 საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუშეთში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში არსად არ აქვს გამარჯვების შანსი.

რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არცერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას.

რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს, — განაცხადა პრემიერმა.