აქტუალური
მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა

oil_priceთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიოში ნავთობის ფასები, ბოლო ვაჭრობის შედეგად, გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,17 აშშ დოლარით გაიზარდა და 114,99 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,28 აშშ დოლარით 89,09 აშშ დოლარამდე გაიზარდა.