აქტუალური
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა

telavisთბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. რადიო „ჰერეთის“ინფორმაციით, განცხადება წასვლის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ დაწერა. არაოფიციალური ინფორმაციით, დავითაშვილი 2 ოქტომბრის თელავის შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, თუმცა თავად აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

შეგახსნებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნები თელავის მაჟორიტარ გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დანიშნა.