რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საბრალო ქართველს შეაწიეთ სიტყვა…

   დღეს ვაპირებდი გამეზიარებინა მკითხველისთვის ჩემი ხედვა ინიციატივაზე, რომელიც წამოაყენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და მხარს დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა — „უფრო სამართლიანი და თანასწორიანი გლობალური მართვის სისტემის“ შექმნის თაობაზე. ვფიქრობ, ამ ინიციატივის მნიშვნელობა ჩვენთვის ძნელად გადასაფასებელია, ვინაიდან პატარა დაუცველი საქართველო — გლობალური სამხრეთისერთ-ერთი ქვეყანაა, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი და ჩართულია ჩინეთის პროექტში „სარტყელი და გზა“. ესა და მსგავსი სხვა შეთანხმებები, მაგალითად — ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, აუცილებელია შინაარსით შეივსოს, რათა არ დარჩეს ქაღალდზე მხოლოდ განზრახვების პროტოკოლის დონეზე. თუმცა, მოლოდნისამებრ, საქართველოში 4 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური ვითარების მკვეთრმა გამწვავებამ ჩემი გეგმები შეცვალა.

ყველაზე საგულისხმოა ის, რომ თავად არჩევნებმა გადაინაცვლა მეორე პლანზე — მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩატარებამდე მხოლოდ 20 დღეა დარჩენილი. არ ჩანს მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კანდიდატების ტრადიციული აქტივობა — არც ტელედებატებია, არც ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრები პროგრამებისა და დაპირებების პრეზენტაციებით. ეს იმის გამო ხდება, რომ მორიგ ადგილობრივ არჩევნებს მოულოდნელად მიენიჭა ეგზისტენციალური დატვირთვა - ქართველმა ერმა ამჯერად უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი: ან იქნება თავისი მიწის პატრონი, ერთგული დარჩება ქართული ტრადიციებისა და მშვიდობიანად მეგობრულად იცხოვრებს მეზობლებთან; ან დათანხმდება იქცეს მეორე ხარისხის მოსახლეობად დასავლეთის ცისფერ კოლონიაში — როგორც ცხოვრობენ ახალი ქართველი ემიგრანტები ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში, რაც ნიშნავს — საკუთარ მიწაზე უფლებააყრილ უსახო არსებობას.

   ამ არჩევნების სხვა თავისებურება ის არის, რომ მმართველი „ქართული ოცნების“ გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია — გახარიასა და ხაზარაძის, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობამ მწვავედ დაგმო არჩევნების ბოიკოტის საერთო ტაქტიკის ღალატისათვის. მაგრამ ნუთუ სხვა გამოსავალი ჰქონდათ?! გახარია, რომელმაც, დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, დიდი ალბათობით — გარე ძალების დავალებით, ჩაიდინა მოქმედება, რომელიც ძნელია სხვაგვარად შეფასდეს, თუ არა როგორც სამშობლოს ღალატი, რის შედეგადაც საქართველომ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, დაკარგა ტერიტორიები შიდა ქართლში (რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ კონტროლის ქვეშ მოექცა). ამიტომ, გახარია გაექცა ქართულ მართლმსაჯულებას გერმანიაში და ახლა მზად არის შეასრულოს საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი მითითება, ოღონდ არ გამოცხადდეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში და როდისმე გაერთიანდეს საქართველოში დარჩენილ ოჯახთან.

მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერი — ბანკირი ხაზარაძე, ზემოხსენებული საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, მონაწილეობდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში და ახალი ხელისუფლების პირობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აფერით მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს, (რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანის შესახებ). ამიტომ ისიც მზად არის ხელისუფლების მითითებით შეასრულოს კონსტრუქციული ოპოზიციის როლი — ოღონდ არ აღმოჩნდეს სამუდამოდ ციხის გისოსებს მიღმა თავის კომპანიონსა და ნათესავ ჯაფარიძესთან ერთად.

   თუმცა მთავარი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის 1 - შეურიგებელი ღია დაპირისპირება ხელისუფლებასა და ქუჩის, ანუ არჩევნების ბოიკოტირების მომხრე და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების არამცნობ რადიკალურ ოპოზიციას შორის (სააკაშვილის ექს-მმართველი „ნაცმოძრაობისა“ და მის პლატფორმაზე შექმნილი პარტიების/არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურობით); 2 - ფარული დაპირისპირება თვით ხელისუფლების შიგნით — გადაყენებულ ხელმძღვანელებსა (რომლებმაც სამთავრობო პოსტებთან ერთად „ქართული ოცნების“ რიგებიც დატოვეს) და მათ შემცვლელებს შორის.

   დავიწყოთ პირველით — ანუ რადიკალური ოპოზიციით, რომელმაც გადაწყვიტა მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება 4 ოქტომბერს დასავლეთის ფინანსური და პიარ-დახმარებითა სააკაშვილის კომპლექსური მხარდაჭერით, ანუ 1 - იდეოლოგიური: სააკაშვილი საავადმყოფოდან ოპოზიციას მითითებებს აძლევს; 2 - ფინანსური: საკაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის სანაცვლოდ თითოეული პოლიციელისთვის 200 ათასი ლარის გადახდის საჯარო დაპირების გამო, ასეთი თანხებს კი მხოლოდ 9 წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის ქურდი სააკაშვილი ფლობს; 3 - ტერორისტული: უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძემ, რომელმაც 2021 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილი რძის პროდუქტებით კონტეინერით ჩამოაგზავნა, 2025 წლის 11 სექტემბერს იგივე მიზნით 2,4 კილოგრამი ჰექსოგენი გამოგზავნა. არსებული ვერსიით, ორ უკრაინელს ასაფეთქებელი ნივთიერება ბაჩო ახალაიასთვის, უნდა გადაეცა, რომელსაც „პარლამენტის აფეთქება ჰქონდა განზრახული“. შემთხვევითი როდია, რომ ჰექსოგენის გადაცემას აპირებდნენ ავლაბარში, სადაც მდებარეობს სააკაშვილის რეზიდენცია და სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომხები - ეს იყო მინიშნება სააკაშვილის პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებაზე და ასევე — თბილისელ სომხებზე, რომლებიც, თითქოსდა, სოლიდარობას უცხადებდნენ ეთნიკურად სომეხ მიშას.

   თუმცა სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ყველაზე საშიში იარაღი და დანაშაული, ჩემი აზრით, არის არა დასავლეთის გრანტები და მიშას „შავი“ ფული, არა ჰექსოგენი და მიშას საავადმყოფოდან გამოგზავნილი ინსტრუქციები, არამედ ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი, რომელსაც მე „ჰიბრიდულს“ ვუწოდებ და აი, რატომ: საქმე ისაა, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციამდე“ და მის შემდეგ, საქართველოში მომიწია შეხვედრა ბევრ ამერიკელ პოლიტტექნოლოგთან, რომლებიც წვრთნიდნენ ახალგაზრდა „რევოლუციონერ-რეფორმატორებს“. უნდა ვაღიარო, რომ ისინი, ჩვენი, მუდამ ცაიტნოტში მყოფი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, კარგად იცოდნენ პერსპექტივაზე მუშაობის ფასი. სწორედ ამიტომ იყო სააკაშვილის რეჟიმისას განათლების მინისტრის პოსტი ერთ-ერთი საკვანძო და განათლების მინისტრები შემდგომ ხდებოდნენ ძალოვანი მინისტრები, მთავარი პროკურორები, უშიშროების საბჭოს მდივნები და ა.შ. სწორედ მაშინ გამოზარდეს თაობა, რომელიც დღეს ქუჩაშია გამოსული და სხვებსაც აიძულებს თავისი სტანდარტების მიღებას, სწორედ ამას ჰქვია ნეოლიბერალური ფაშიზმი. „ჰიბრიდებისთბის“ წაშლილია ყველა გენდერული, ეროვნული, რელიგიური და ასაკობრივი განსხვავება და ვინც არ აღიარებს სინთეტიკურ „დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებს“, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ათობით გენდერი, ერთსქესიანი ქორწინებები და სქესის შეცვლა, გამოცხადებულია მტრად, გადმონაშთად, რუსეთის აგენტად და ოსტრაკიზმს, ანუ განდევნას-განადგურებას ექვემდებარება. სწორედ ამ ზომბირებული „ჰიბრიდული“ ახალგაზრდობის ზურგს უკან აპირებს რადიკალური ოპოზიცია შტურმის მოწყობას 4-5 ოქტომბრის ღამეს.

   ამ თავის დასასრულს, ვიდრე გადავიდოდე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაპირისპირებაზე, კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო — თუ როგორ იციან ამერიკაში თავის ეროვნულ ინტერესებზე მუშაობა. აშშ-ს ხელისუფლებაში შესაძლოა ერთმანეთი ჩაანაცვლონ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა, პრეზიდენტებმა და „Deep State“-მა, შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა და ტაქტიკა, მაგრამ ანალიტიკური ინსტიტუტების/სპეცსამსახურების მიერ წლობით შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნების/ხალხების მიმართ უცვლელი რჩება. აშშ-ის დამოკიდებულების შესახებ საქართველოს მიმართ წამოცდა ამერიკის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აიძულებდა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გაეხსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ (აფხაზეთში და სამაჩაბლოში), ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ (რამდენზეც ქართულ ჯარს ძალა ეყოფოდა) თავად ქართველები წასულიყვნენ ტყეში და დაეწყოთ პარტიზანული ომი. ანუ პატარა საქართველო ბირთვული სუპერსახელმწიფოსთვის ფასეულია არა თავისი უძველესი კულტურითა და მითიური სტრატეგიული პარტნიორობით (ომლის განახლებას „სუფთა ფურცლიდან“ ტრამპი, რომელსაც ფარისევლობა არ სჩვევია, საჭიროდ არ თვლის), არამედ როგორც „საზარბაზნე ხორცი“, რომელიც რამდენიმე დღით შეუქმნის რუსეთს პრობლემას სამხრეთ კავკასიაში, სანამ ნატოს ძირითადი ძალები მოუსწრებენ.

   ახლა კი ფარულ დაპირისპირებაზე ყოფილ და ამჟამინდელ მთავრობებს შორის, რაც გარდაუვალი იყო. ძალოვანი ბლოკის შეცვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივად უჩნდებათ შეკითხვები: რატომ ხდება, რომ მხოლოდ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის მერე ყოველდღიურად იჭერენ ათეულობით ნარკოვაჭარს და კილოგრამობით ნარკოტიკებს ამოიღებენ? რატომ ხოლოდ ახალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მერე დააპატიმრეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიდი კორუფციის ბრალდებით? ვინ იქნება შემდეგი? განა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე არ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა კორუფციაა და მისი საბოლოოდ აღმოფხვრა ძალიან ძნელია? და კიდევ — რატომ გამრავლდნენ საქართველოში, ასეთი ღარიბი მოსახლეობის პირობებში, მილიონერები?

   ფაქტია, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად საქართველოდან დასრულდა შიში და დამკვიდრდა დაუსჯელობის შეგრძნება, მაგრამ განა ყველაფრის ნებადართულობის სინდრომი და კანონების დარღვევა დემოკრატიაა?! ვის უფრო მეტად აზარალებს ეს „დემოკრატია“, თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომლებიც პირდაპირ ზიანდებიან ოპოზიციის თარეშით შექმნილ არასტაბილურ პირობებში? ტურისტები ერიდებიან საქართველოში სტუმრობას, ქვეყანას ტოვებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან დროებით ან სამუდამო საცხოვრებლად, უძრავი ქონების შესაძენად და ბიზნესის წამოსაწყებად სოლიდური კაპიტალით ჩამოსული კეთილსინდისიერი მოქალაქეები. განა ეკონომიკური არასტაბილურობა, შეჩერებული პროექტები და ინვესტიციები არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს? განა კორუმპირებული ჩინოვნიკების კერძო ბიზნესი შეძლებს აანაზღაუროს იმპორტ-ექსპორტის შემცირებული მაჩვენებლები და უძრავი ქონების გაყიდვის ვარდნა, რაც გამოწვეულია რეალიზაციასთან დაკავშირებული სირთულეებით?

   იქნებ, ამ პოლიტიკურ ჭიდილში გვრჩება შეუმჩნეველი ყველაზე მთავარი რამ — ქართველი ხალხი, რომელარავისგან ელის დახმარებას? განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც დასავლეთიდან გრანტები მიეწოდება, და ხელისუფლებისგან, რომელიც მაღალი ხელფასებით სარგებლობს? ვინ შეაწევს სიტყვას საბრალო ქართველს, როცა მსოფლიო წესრიგის გლობალური გადანაწილება მიმდინარეობს — ერთპოლარული მსოფლიოდან მრავალპოლარულისკენ? ვინ შეაწევს სიტყვას საბრალო ქართველს, რომელიც მართალია, ხოლო მისი დამამცირებელი ევროპა — მტყუანი? ერთადერთ მართლმადიდებელ მეზობელთან — რუსეთთან — საქართველო წაჩხუბებულია, მაშ ვინ შეაწევს სიტყვას საბრალო ქართველს, თუ ომი გაჩაღდა?!

   რუსეთზე იერიში სამხრეთ კავკასიის, ასევე პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მხრიდან დიდი ხანია დაგეგმილი იმ შემთხვევისთვის, თუ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მდგომარეობა უკრაინულ ფრონტზე კრიტიკულ ფაზაში შევა. დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა შესაძლოა უბიძგონ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, წამოიწყოს სამხედრო მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, ანუ — დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან 1- ყბადაღებული „ზანგეზურის დერეფანი“, რომელიც ტრამპმა უკვე მიივიწყა, დიდი ალბათობით, ვერასდროს გაიხსნება; 2 - აზერბაიჯანის კასპიის შელფის ნახშირწყალბადების რეზერვები მალე ამოიწურება და ბაქომ ინდა იჩქაროს განახორციელოს დაგეგმილი, სანამ ნავთობი ჯერ კიდევ არის. აი, რატომ დუმს თურქეთი, ხოლო მოსკოვი ბოლო დროს ასე აქტიურად მუსირებს „კავკასიური პლატფორმის 3+3“ განახლების საჭიროებასინიციატივას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა წამოაყენა მხოლოდ რუსეთის კეთილგანწყობის მოსპოვებლად აზერბაიჯანისთვის ყარაბახის დაბრუნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში. საქართველომ შორსმჭვრეტელად ან თავიდან განწირულ პროექტში მონაწილეობისგან თავი შორს დაიჭირა - რანაირად შეიძლება დღეს ერთ კავშირში თურქეთი და ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო და რუსეთი გაერთიანდნენ?

არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 14 სექტემბერი
საქართველო, თბილისი