საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჰელსინკის კომისიაში მოწმის სტატუსით სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დასავლეთზე ორიენტირებული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის.
მისი თქმით, „დღევანდელმა მმართველმა პარტიამ აირჩია გზა, რომელიც ემსახურება ავტორიტარულ რეჟიმებს, ნაცვლად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ დამდგარიყო. არჩევნები გააყალბეს, ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნებაზე“.
ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ „მეგობარი აქტი“ არის ძლიერი სიგნალი, რომელიც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და რეფორმატორებს გადარჩენაში დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი რჩება აშშ-ის სტრატეგიულ პრიორიტეტად და ქვეყანას არ უნდა მისცეს ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ორბიტაში დაბრუნების შესაძლებლობა.