სამართალი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: თანამდებობის პირებმა 22 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

 საქართველო, 12 სექტემბერი, საინფორმი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს თანამდებობის პირებმა ჯამში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ნაღდი ფულით – 16 მილიონი ლარი, ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი. საჩუქრების 72% მშობლებისგან მოდის.

კვლევაში ნათქვამია: „მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ“.

ყველაზე მეტი – 4.5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები – პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტარებმა – 2.4 მლნ, შსს-ს თანამშრომლებმა – 2 მლნ, მოსამართლეებმა – 1.3 მლნ ლარი.