სამართალი
მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის ბანერის დაზიანებისთვის აქტივისტებს პატიმრობა ემუქრებათ

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერობის კანდიდატის ბანერის დაზიანების საქმეზე შსს გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნული ქმედებისთვის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) სასჯელი - 3 წლამდე ვადით პატიმრობაა.

9 სექტემბრის საღამოს შენობასთან, რომელშიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, კვლავ შეიკრიბნენ ოპოზიციის აქტივისტები, რომლებმაც ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.

იქ იგეგმებოდა „ქართული ოცნების" მხარდამჭერი მიტინგის გამართვა, რომელიც არ შედგა. იმედგაცრუებულმა აქტივისტებმა შენობის შესასვლელთან განთავსებულ ბანერებს კვერცხები ესროლეს, ასევე ერთ-ერთ მათგანზე დატოვეს წარწერა „რუსული ოცნება".