პუბლიკაციები
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. “ჰიბრიდი არსებობს არა მარტო ავტომანქანა, არამედ ადამიანიც. ჰიბრიდი ადამიანები - არც ქალი, არც მამაკაცი - ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეებში მელიქიშვილის გამზირზე. ჰიბრიდი ადამიანები არიან "ქართული ოცნების" ფარული და ყველაზე მძლავრი მხარდამჭერები და არა რადიკალური ოპოზიცია - 4 ოქტომბერს "ქართული ოცნება" 64 მუნიციპალიტეტში ზუსტად რომ ჰიბრიდი ადამიანების წყალობით გაიმარჯვებს, რადგანაც ამომრჩეველმა, ვინც უამრავი საყვედურის გამოთქმას აპირებდა კახი კალაძისა და ხელისუფლების მიმართ, ჰიბრიდი ადამიანების ქცევის შემხედავმა, ენა ჩაიგდო - ემანდ, ჩვენი კრიტიკით ამ ჯოჯოხეთის მოციქულებს, ნებსით თუ უნებლიედ, არ დავეხმაროთ და მართლა ხელისუფლებაში არ მოვიდნენო...”, - წერს არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.