სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 18 უცხოელი გააძევეს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საქართველოდან 18 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, მათ შორის ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.