სამართალი
კახეთში თანასოფლელმა 21 წლის ახალგაზრდა დაჭრა

ambulanceთბილისი, 31  აგვისტო, საქინფორმი. ინციდენტი გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. დაშავებული გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არესა და ქვედა კიდურზე ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტის დროს ბრალდებული, 20 წლის ახალგაზრდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.