სამართალი
საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის...
„ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი... დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკო-ს კონტაქტჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.