სამართალი
პუკაჩმა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა

ghonghadzeთბილისი, 31  აგვისტო, საქინფორმი. გამოცემა „ნიუსლენდის“ ინფორმაციით, უკრაინის შსს-ის ყოფილმა გენერალმა ალექსეი პუკაჩმა აღიარა, რომ ჟურნალისტი საკუთარი ხელით მოკლა, თუმცა მან ჟურნალისტზე თვალთვალის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ღონღაძის ქვრივის, ვალენტინა ტელიჩენკოს, ინფორმაციით, პუკაჩმა თავი უდანაშაულოდ ცნო 2003 წელს იმ დოკუმენტაციის განადგურების საკითხშიც, რომელიც ჟურნალისტზე თვალთვალს უკავშირდებოდა.

ამასთან, ყოფილმა გენერალმა მკვლელობის დამკვეთების გვარებიც დაასახელა. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პუკაჩმა ხელი უკრაინის ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, უკრაინის პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ვლადიმერ ლიტვინს და შინაგან საქმეთა ექს- მინიტრ იური კრავჩენკოს (რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) დაადო.

ალექსეი პუკაჩის სასამართლო პროცესი, რომელიც კიევში დღეს დაიწყო, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, პროცესზე პრესის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

როგორც ცნობილია, გიორგი ღონღაძე 2000 წელს გაიტაცეს და მოკლეს. გატაცება შსს-ის თანამშრომელთა ჯგუფმა პუკაჩის ხელმძღვანელობით განახორციელა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, ღონღაძე პირადად გაგუდა