სამართალი
თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ქონებას.

ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების პროგრამა... ახალი პროგრამა 2026 წლიდან ამოქმედდება და თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, ხოლო გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისტორიული იდენტობის შენარჩუნებით.