საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წელს გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებდა, მის მოწვევას კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აზრი არ ჰქონდა, - ამის შესახებ უკრაინულმა გამოცემამ „ევროპეისკაია პრავდა“ დაწერა, რომელიც დანიაში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება...“ - განუმარტეს გამოცემას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია 2024 წლის ივნისის შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო.
ცნობისთვის, 1-2 სექტემბერს კოპენჰაგენში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართა, სადაც საქართველო მოწვეული არ ყოფილა.