აქტუალური
დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესს იწყებს

donald_trumpამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა მემორანდუმი ქართველ პარტნიორ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფთან“ ნიუ იორკში გააფორმა.

საუბარია თბილისში საქანელას ქუჩისა და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციაზე და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე.

აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც დონალდ ტრამპის ბიზნესპროექტების განხორციელება დაიწყება.როგორც დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, შესაბამისი პროექტების განხორციელებისას მას პრეზიდენტის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს პირადად გადასცა საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც ბათუმში მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტებია წარმოდგენილი. ამერიკელმა მილიარდელმა მოწონებით აღნიშნა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება.

დონალდ ტრამპი საქართველოში განსახორციელებელი პროექტების მსგავსს სხვა ქვეყნებთან ერთად თურქეთსა და დუბაიშიც ახორციელებს.