სამართალი
„ძლიერი საქართველო - ლელო“: ვაგრძელებთ ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ვაგრძელებთ ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად. პირობას ვდებთ, ვინც ამ უსამართლობაში მონაწილეობა მიიღო, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ ჯგუფური დანაშაული არ ჩადენილა და ბრალდება აბსურდულია.
ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. „ძლიერი საქართველოლელოსწევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა. დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი, რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.
ძლიერი საქართველოლელოსპოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად, მათ შორის, საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება! პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.