სამართალი
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი გორგასლის ქუჩას კვეთდა და მას დიდი სიჩქარით მოძრავი „ჯიპი“ შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, წითელ შუქზე გაირა. ამ დროს 9 წლის გოგონამ ქუჩა გადაკვეთა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.