საზოგადოება
ნაყინის ბიზნესმა მიმდინარე სეზონი წაგებით დაასრულა

nayiniთბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები მიყენებული ზარალის შესახებ ზუსტი მაჩვენებლის დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა აღიარებენ, ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე სეზონი ყველაზე წამგებიანი იყო. პროდუქციის რეალიზაციის ხელისშემშლელ  ერთ-ერთ მიზეზად ქართული კომპანიების წარმომადგენლები უამინდობას ასახელებენ. მეორე მიზეზად ნაყინის ქართულ ბაზარზე კონკურენციის ზრდას მიიჩნევენ.

გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ნაყინის რეალიზაციაზე ცუდი გავლენა იქონია, მათი თქმით, ლაბორატორიული კვლევების შედეგია, რის გამოც ქართველმა მომხმარებელმა ნებისმიერი ხარისხის ნაყინის მიმართ ნდობა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ფედერაციის მიერ ლაბორატორიული შემოწმება 17 დასახელების ნაყინს ჩაუტარდა. შემოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს მხოლოდ ათი აკმაყოფილებდა.