რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპოზიცია არ არსებობს

   უახლოეს პერსპექტივაში, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის დესტრუქციული პროცესების კრიტიკულ ფაზაში გადასვლის ალბათობა უკიდურესად დიდია“, – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში საინფორმაციო-საანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

ბატონო არნო, საქართველოში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელია, თუმცა წინაამ თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი თვე იმუშავა. ოპოზიცია ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიზისად აფასებს. თქვენ ით ახსნით მმართველი გუნდის ერთი წევრის – მეორეთი შეცვლას?

– საქართველოში, როგორც 2011-12 წლებში, ღიად დაიწყო მოქმედება ბოევიკების მომზადების ბანაკებმა, ჯორჯ სოროსის ცნობილი „Отпор“-ის ბანაკების მსგავსმა, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიზნით. ეს არის ე.წ. საველე ტრენინგები, რომლებიც ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და სხვა ორგანიზაციების მიერ, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან შეთანხმებულ მოქმედებებს სამთავრობო შენობების დაკავების დროს, ქალაქში ბრძოლის ტაქტიკას, სროლას, ხელჩართული ბრძოლის უნარებს, ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ თეორიულ მომზადებას. ვერც ახალი „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ“ კანონი და ვერც სხვა საკანონმდებლო აქტები ვერ ახერხებენ მსგავსი დივერსიული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეჩერებას, როგორიცაა მაგალითად „ფარი“.

ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართულების გაძლიერების გადაწყვეტილება, რომელზეც მოდის ახალი გამოწვევების მთავარი ტვირთი, მდინარაძის პოლიტიკური ფიგურა ალბათ გაააქტიურებს სუს-ის მუშაობას და უფრო ადეკვატურს გახდის არსებულ რეალიებთან.

რამდენად დიდია საფრთხე, რომ რადიკალური ოპოზიცია, ზემოხსენებულ ახალგაზრდულ ბრიგადებზე დაყრდნობით, ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებიდან“, შეძლებს საქართველოშიკიევური მაიდანის“ მოწყობას? მათ უკვე დაანონსეს სექტემბრის დასაწყისიდან პერმანენტული აქციები, რომლებმაც პიკს უნდა მიაღწიონ 4 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

– უახლოეს პერსპექტივაში, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის დესტრუქციული პროცესების კრიტიკულ ფაზაში გადასვლის ალბათობა უკიდურესად დიდია. ამას განაპირობებს რამდენიმე რისკ-ფაქტორი.

უპირველეს ყოვლისა, რუსეთი და აშშ დღეს მთლიანად დაკავებული არიან უკრაინით, თვით 21-ე საუკუნის უდიდესმა ტრაგედიამ, როდესაც პალესტინაში დაიღუპა და დღემდე იღუპება ათასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი დაბომბვებისა და შიმშილისგან, რჩება მათი ყურადღების მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ერთი ზარით შეუძლია შეაჩეროს შეშლილი სისხლიანი მანიაკი, რომელიც ყოველდღე აგზავნის თავის ზომბირებულ ტერმინატორებს კაცობრიობის წინააღმდეგ უდიდეს დანაშაულზე. მით უმეტეს, მეორე პლანზეა – სამხრეთ კავკასია და აქ მიმდინარე პროცესები.

როგორ თუ მეორე პლანზე?! ვაშინგტონში ალიევსა და ფაშინიანს შორის ტრამპის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე რას იტყვით?

– ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი შეთანხმება, გახვრეტილი გროშიც არ ღირს, რადგან ისინი არ გამოხატავს სომეხი ხალხის ნებას. ფაშინიანი – ესაა სომხეთის სააკაშვილი, რომლის რეჟიმის დროს საქართველოში სიკვდილის შიშით არ არსებობდა ოპოზიცია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა კაცი – მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც წამოაყენა მუხლებზე დამხობილი ქართველი ხალხი და გააძევა სააკაშვილი.

იგივე მოხდება სომხეთშიც – ერთი შეხედვით, ოპოზიცია იქ არ არსებობს, ყველა სხვაგვარად მოაზროვნესა და მათ ლიდერებს აპატიმრებენ, მაგრამ, ამავდროულად, ყველაფერს აქვს საზღვარი. გათავხედებული ფაშინიანი, თითქოსდა, აპირებდა შევარდნას ეჩმიაძინში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გაძევებას იქიდან და ახალი კათოლიკოსის არჩევნების მოწყობას – რატომ შეჩერდა, დაფიქრებულხართ? იმიტომ, რომ შეაჩერეს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, სადაც ცხოვრობს ძლიერი სომხური დიასპორა, რომელიც თავის სულიერ მამას არავის დააჩაგვრინებს. ოპოზიცია კი სომხეთში ერთ დღეში თვითორგანიზდება, პროტესტის ტალღის წვერზე.

გარდა ამისა, აზერბაიჯანთან ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი ყველა შეთანხმება – ეს არის იურიდიული კაზუსი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ განხორციელებულა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. ზუსტად ისევე, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მაშ, რა ზანგეზურის კორიდორზე ან ტრამპის კორიდორზეა საუბარი?! „სომხეთს და აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ“ – წერია ერთ-ერთ პუნქტში, მაგრამ სად იწყება და სად მთავრდება მათი ტერიტორიები, უცნობია. ყველა ეს საკითხი წყდება რეფერენდუმით და შედის კონსტიტუციაში, ამის გარეშე ნებისმიერი სუპერ-მშვიდობიანი შეთანხმება ფარატინა ქაღალდია.

   სწორედ ასეთი ფარატინა ქაღალდი იქნება ნებისმიერი შეთანხმება არალეგიტიმურ პრეზიდენტ ზელენსკისთან – მისი ნებისმიერი მემკვიდრე მოისვრის მას ურნაში. ზელენსკი – ეს არის უკრაინის სააკაშვილი, მან იცის, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია, მაშ რისთვისღა მიიწებოს ბოლოს სამშობლოს მოღალატის იარლიყი, რომელმაც „ძირძველი უკრაინული მიწები“ რუსეთს გადასცა? ასეთი დამღა სააკაშვილსაც ადევს და სიკვდილამდე ვერ გაიქრობს, საავადმყოფოშიც კი. ამიტომ დიდად არ მჯერა მშვიდობის ხელშეკრულების რუსეთსა და უკრაინას შორის.

   აზერბაიჯანსა და საქართველოშიც არ არსებობს ოპოზიცია და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან წარმოადგენს მუდმივ წინაპირობას დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მე ვგულისხმობ ნამდვილ კონსტრუქციულ ოპოზიციას, და არა რადიკალებს – პუტჩისტებს, რომლებიც დღეს საქართველოში გვყავს. ამიტომ სამივე სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკას – ძალიან შემაშფოთებელი პერსპექტივა აქვს: ზოგიერთებს გარე პრობლემები აქვს, ხოლო საზოგადოება უმეტესწილად კონსოლიდირებულია, სხვებს – პირიქით, აშკარად შიდა პრობლემები გააჩნია, როგორც საქართველოს, მაგრამ დიდი პრობლემები ყველგან არსებობს. საქართველოში მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ევროკავშირის და აშშ-ის არამეგობრულმა პოლიტიკურმა ელიტებმა (Deep State, რომელიც თავად ტრამპისთვისაც არამეგობრულია) მტკიცედ გადაწყვიტეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

ესაუბრმაია ჯავახიშვილი

წყარო: NEWS FRONT
2025 წლის 24 აგვისტო