რელიგია
ილია მეორე ცაგერსა და ლენტეხს ესტუმრება

ilia_ii_smallთბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ ორი დღით ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ესტუმრება.

კათოლიკოს-პატრიარქი ცაგერში 12:00 საათისთვის ჩაბრძანდება. ილია მეორე წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერს ესტუმრება და წმინდანის საფლავს მოილოცავს, საკათედრო ტაძარში მრევლს დალოცავს და ადგილობრივი თვითშემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტსაც დაესწრება.

1 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლენტეხში ჩაბრძანდება და  წირვას აღავლენს, ლენტეხში ტაძრის ასაშენებლად ადგილს აკურთხებს, სადაც ჯვარს აღმართავენ.

ამასთან, ილია მეორე ლასურიაში მამათა მონასტერსაც ესტუმრება და მოილოცავს. უწმიდესის პატივსაცემად კონცერტი ლენტეხშიც იგეგმება.