პუბლიკაციები
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. შვიდი ქვეყანა ითხოვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს.
„მსოფლიოს მოწოდება – დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცეს“, – ამ სათაურით ფოტოს თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ფოტოზე ჩანს, აღნიშნული მოწოდებით გამოდიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი ბაისე ოლიგი ნგემა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პაკისტანის მთავრობა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიე ნდუჰუნგირეხე.