საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიას გუშინ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.