სამართალი
ნატო არ აღიარებს აფხაზეთის არჩევნებს

nato-flagთბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. „ნატო არ აღიარებს 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„ამგვარი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას“, – ნათქვამია გენერალური მდივნის წერილობით განცხადებაში.

„ალიანსი კვლავაც იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნულია იქვე.

26 აგვისტოს აფხაზეთმა მესამე პრეზიდენტად ხმათა დაახლოებით 55 პროცენტით ალექსანდრე ანქვაბი აირჩია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე მიულოცა „დამაჯერებელი“ გამარჯვება.

თბილისი აფხაზურ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.