პოლიტიკა
თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის ახალარჩეული პრეზიდენტის – ალექსანდრე ანქვაბის, ინაუგურაცია მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართება.
აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ ცუგბას განცხადებით, ცერემონია საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ დაინიშნა. „პრეზიდენტი პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს წინაშე დადებს ფიცს“, – აღნიშნა ცუგბამ. აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა. მასში კენჭს სამი კანდიდატი – პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიდნენ. არჩევნებში ხმათა 54,9%-ით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.