პოლიტიკა
თბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაზეთ „იზვესტიას“ კორესპონდენტის კითხვის – „რა შეიცვლება საქართველოსთან ურთიერთობაში?“ – პასუხად განაცხადა.
„რა შეიძლება, შეიცვალოს? არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები და ჩვენ მასში ვმონაწილეობთ. ის წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ სერგეი ბაგაფშის მიერ იქნა დაყენებული, მათ შორის მშვიდობისა და თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, უარყოფილ იქნა. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ საქართველოსთან რაიმეზე მოლაპარაკება ნაკლებად სავარაუდოა“, – განაცხადა ანქვაბმა. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალექსანდრე ანქვაბმა ხმათა 54,9%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაციის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება.