საზოგადოება
თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ და რუსეთ-საქათველოს ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა მოსკოვში, „Риа Новости“ -ს მედიაცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„პრესკონფერენციას რუსული მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა. რუსულ მედიასთან კახა კუკავამ და ვლადიმერ ხომერიკმა გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან შედგა.ამასთან, რუსი ჟურნალისტების ინტერესს წარმოადგენდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის პოლიტიკური შეფასება საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებულ ვითარებასა და ურთიერთობების მომავალი განვითარების პერსპექტივებზე“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.
შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაზე რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან განიხილებოდა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი.