პუბლიკაციები
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. „ბაქოში დაკავებული რუსების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ამჟამად აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებში, რბილად რომ ვთქვათ, რთული ეტაპია. რუსეთი ორიენტირებულია იმაზე, რომ ის არ გაჭიანურდეს, ჩვენ ვიმედოვნებთ სწრაფ ნორმალიზაციას. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება არ უშვებს“, - თქვა მან ბრიფინგზე.