პოლიტიკა
თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. ანქვაბის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, ალექსანდრე ანქვაბმა 26 აგვისტოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ხმების 55 პროცენტი მოაგროვა.
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კი, წინასწარი შედეგები დღის მეორე ნახევრში გახდება ცნობილი.
ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის ცესკოს წევრ მარინა შანავას განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ალბათ, საჭირო აღარ იქნება და სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ანქვაბი გახდება“.