პუბლიკაციები
ალიევმა პუტინს „ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამურის ოლქში ან-24 თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.

თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 43 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი, ყველა მათგანი დაიღუპა.

ღრმა მწუხარებით აღვიქვი ინფორმაცია ან-24 თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მრავალი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩემი და აზერბაიჯანის ხალხის სახელით, ღრმად თანაგიგრძნობთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში, რომელიც განთავსებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.