აქტუალური
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი. შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებისათვის, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანისთვის ფედერაციის მხრიდან იურიდიული ბარიერი აღარ არსებობს და ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს კახა კუკავასა და გენადი ონიშჩენკოს მეორე საქმიანი შეხვედრაა. პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ დღეიდან უკვე პრიორიტეტულად ითვლება 2011 წლის ბოლომდე ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე რეალურად დაბრუნება“, – ნათქვამია გზავნილში.